გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპული იპოვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელები რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

გათავისუფლებული ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა თქვა, რომ ქალაქში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები ნახეს მასობრივ საფლავებში, ცხედრების ნაწილი კი კვლავ ქუჩებში იყო.

უკრაინულმა ჯარებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. ამ დროისთვის ისინი კიევის რეგიონს სრულად აკონტროლებენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი