რუსმა ოკუპანტებმა კახოვკაში მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის ოლქში, ანტისაოკუპაციო აქცია რუსმა აგერსორებმა იარაღის გამოყენებით დაშალეს.

კახოვკას ქუჩებში გამოსულ ასობით ადამიანს, რომლებიც უკრაინაში პუტინის ჯარის შეჭრას აპროტესტებდნენ, ოკუპანტებმა ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებული, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი