ოპოზიციას როგორც ახლა მოუწია გადაწყვეტილების მიღება და ისინი მხარს უჭერენ საკონსტუტუციო ცვლილებებს, ასე იქნება მეორე და მესამე მოსმენაზეც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუცი ცვლილებების სანახევროდ მახარდაჭერა და აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა არ გამოვა.
მდინარაძე "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ იმ საგანგებო განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმოამდგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ, თუმცა შემდეგ შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებას დაელოდებიან, რომელიც გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას გულისხმობს.
ელჩების კონკრეტულმა და მკაფიო მოწოდებამ უკვე გაჭრა და მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღოთ ისედაც ამ ყველაფრის გარეშე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას შეიძლება დავარქვათ სანახევროდ მიღებული გადაწყვეტილება. ისინი მაინც სპეკულირებენ სამწუხაროდ, მაინც ვაჭრობენ და მე ვფიქრობ, რომ როგორც გუშინ ვთქვი და ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა თქვა, რომ მოუწევთ მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, მე მგონია პირადად, რომ ასევე, მოუწევთ მეორე და მესამე მოსმენების დროსაც მხარდაჭერა ამ კანონპროექტისა, - განაცხადა მდინარაძემ.
ხვალ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილელების კენჭისყრა გაიმართება. დაუჭირეს თუ არა მხარს "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუცი ცვლილებებს ჯერჯერობით უცნობია. ფრაქციაში ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.