ოკუპანტებმა მიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს - ქალაქის მერი 

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯარებმა მიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას ქალაქის მერი, ალექსანდრ სენკევიჩი ავრცელებს.

"მეგობრებო, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქში. ჩვენ ახლა ვაგროვებთ მონაცემებს. არ განათავსოთ ფოტოები ან ვიდეოები, სანამ ამას ოფიციალური წყაროები არ გააკეთებენ. თუ გსურთ, ინფორმაციის გაზიარება - მომწერეთ პირადად", - წერს მიკოლაევის მერი. 

დამატებითი დეტალები დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი