"ეს არის როგორც გლოვის, აგრეთვე ზეიმის დღე" - რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია იწყება

გამოქვეყნდა:

"ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" - 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების წლისთავზე რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია ისევ იწყება. აქციის ორგანოზიტარები აქ ელოდებიან ყველას, ვისთვისაც "ქართული ოცნების" კოლაბორაციონისტური პოლიტიკა პრობლემას წარმოადგენს.

რუსთაველის გამზირზე სპეციალური ნიშნებულია დამონტაჟებული, რომელზეც სიმბოლურად ვლადიმერ პუტინის ფოტოა გამოსახული. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამით ისინი რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მისი არ ეშინიათ. ადგილზე მოტანილია სადეზინფექციო ხსნარები და პირბადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ აქცია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდეციების დაცვით ჩატარდება.

მოძრაობა "სირცხვილია"-ს წევრის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით 20 ივნისი არა მხოლოდ გლოვის, არამედ ზეიმის დღეც არის.

ერთი წელი გავიდა ამ დღიდან, ეს არის, როგორც გლოვის დღე აგრეთვე ზეიმის დღე. გლოვის დღე, გასაგებია რატო, სისხლი დაიღვარა და ზეიმის დღე არის რისთვისაც სისხლი დაიღვარა, - აცხადებს დიღმელაშვილი 

რუსთაველის გამზირზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც. 

დღეს ერთი წელი გახდა იმ დღიდან, რომელ დღიდანაც მეც ჩემთან ერთად მთელი ახალგაზრდობა. მთელი ძლიერი, ღირსეული სულის პატრონი ახალგაზრდობა სისხლში აცურავეს. ვუერთდები იმ ახალგაზრდას იმ დღეს, ვინც აქ იყვნენ და ვუერთდები, მთელს, ნახევარზე მეტ საქართველოს. რაც შეეხება პოლიტიკაში მოსვლას, ჯერ ამ თემაზე სამუშაო მიმდინარეობს, არც გამოვრიცხავ, არც დავადასტურებს, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. "ევროპული საქართელოს" წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, საზოგადოების მეხსიერებიდან 20 ივნისი ვერსდროს ამოიშლება. ხოშტარიამ ასევე, სისხლიან მოვლენებში მონაწილე პირების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.

20 ივნისისი არასდროს არ წაიშლება ჩვენი ქვეყნის მეხსიერებიდან. წლები და წლები გვემახსოვრება ის დღე, როდესაც რუსეთმა და ქართულმა ხელისუფლებამ სცადა შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჯერ კიდევ არ არიან პასუხისგებაში მიცემული, ან არ აუღიათ პასუხისმგებლობა, იმ ადამაიანებს ვინც ეს ყველაფერი მოაწყვეს, - განაცხადა  ხოშტარიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი