„პოსტ-აპოკალიფსური სურათია“... გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვა სცადეს, დახოცილი ბავშვები, მოხუცები, კაცები" | არესტოვიჩი გათავისუფლებულ ქალაქებზე

გამოქვეყნდა:

კიევის რეგიონის ქალაქებიდან გავრცელებული ცნობები რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრების „პოსტ-აპოკალიფსურ სურათს“ აჩვენებს - განაცხადა კვირას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა.

ამბობს, რომ მისი მიზანია მსოფლიოს ყურადღება მიიქციოს იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინეს რუსეთის ჯარებმა ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში​.

"ეს არის განთავისუფლებული ქალაქები, სურათი საშინელებათა ფილმებიდან, პოსტ-აპოკალიფსური სურათი. ამ ომის დანაშაულების მსხვერპლი უკვე იპოვეს, მათ შორის გაუპატიურებული ქალები, რომელთა დაწვა სცადეს, დახოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოკლული ბავშვები, მოკლული მოხუცები, კაცები.

მოკლეს, ბევრი მათგანი შეკრული ხელებით, წამების კვალი და ტყვიის ნაჭდევი თავში. ძარცვა, ოქროსი, ძვირფასი ნივთების, ხალიჩების, სარეცხი მანქანების წაღების მცდელობები...ამას, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს უკრაინის პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოები“, - დასძინა მან.

Human Rights Watch-მა ასევე გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილია სამხედრო დანაშაულები ჩერნიგოვის, ხარკოვისა და კიევის რეგიონების ოკუპირებულ რაიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება და ძარცვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი