უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკვე 158 ბავშვია დაღუპული, 258-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში - 75, დონეცკის ოლქში - 73, ხარკოვის ოლქში - 56, ჩერნიგოვის ოლქში - 47, მიკოლაევის ოლქში - 32, ლუგანსკის ოლქში - 31, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 29.
თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 სრულად განადგურდა.
მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.