ხარკოვში ჩამოგდებული რუსული SU-34-ის პილოტი გადარჩა და გაქცევა სცადა, თუმცა დააკავეს - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონში ჩამოგდებული რუსული სუ-34-ის პილოტი გადარჩა. ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, პილოტმა გაქცევა სცადა, თუმცა უკრაინელებმა ის დააკავეს.

ცნობისთვის, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი ქალაქ იზიუმის რაიონში, რამდენიმე საათის წინ გაანადგურეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი