
დავკარგე ცალი თვალი 20 ივნისს, მაგრამ არ დამიკარგავ სინდისი და ნამუსი, ყოველთვის აქ ვიდგები.მე ჩემს თავს აქ ვხედავ, საქართველოს სადარაჯოზე, - ეს განცხადება 20 ივნისს დაზარალებულმა, გიორგი სულაშვილმა რუსთაველის გამზირზე მისვლისას გააკეთა. სულაშვილმა მაღალჩინოსნებსაც მიმართა და კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ დღევანდელი აქცია მათი სირცხვილია.
ეს აქცია, ახალგაზრდების აქ შეკრება, ამ მთავრობის სირცხვილია. ამ მთავრობის სირცხვილია ის, რომ შარშან ამ დროს ზუსტად სადღაც სამი მეტრის მოშორებით ვარ იმ ადგილიდან, სადაც გაგვიმეტეს ჩვენ ქართველი ახალგაზრდები ვის გამო, ერთი ადამიანის გამო და მაღალჩნოსნების ახირების გამო. მინდა ვუთრა თითეულ მაღალჩინოსანს და მინდა ვუთხრა იმ დიდ ადამიანებს, რომელბიც დიდებადთვლიან საკუთარ თავებს და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ბევრი რაღაცის გაკეთება ისე, რომ ხალხის აზრი არ გაითვალისწინონ, "ეს თქვენი სირცხვილია", - მინდა ვუთხრა. დავკარგე ცალი თვალი 20 ივნისს, მაგრამ არ დამიკარგავ სინდისი და ნამუსი, ყოველთვის აქ ვიდგები.მე ჩემს თავს აქ ვხედავ, საქართელოს სადარაჯოზე - განაცხადა სულაშვილმა.