
ქუთაისში ე.წ ასსაფეხურიან კიბეებთან სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2019 წლის 20 ივნისს დაწყებულ მოვლენებს და რუსულ ოკუპაციას აპტოტესტებენ. პროტესტის მონაწილეები სოციალური დისტანციის დაცვით და სახეზე ანტიოკუპაციური ნიღბით დგანან.
სამოქალაქო საზოგადოების აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.