თბილისში, გუშინ მომხდარ გარჩევაში მონაწილე პირები კრიმინალური სამყაროს გარდა ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობენ. ეს ინფორმაცია "მთავარ არხს" ანონიმურად დაადასტურა ადამიანმა, რომელიც თავად წლების განმავლობაში მონაწილეობდა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში.
ნიკა გვარამიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის დეტალურა ყვება, რას მალავს რაგბის ფედერაცია და რატომ არის ის ხელშეუხებელი.
"კაკი დავითულიანზე მსმენია. ესეც, მათივე გადმოცემით, ვგულისხმობ ნიკა დადიანს, ნიკუშა მახათაძეს, მათ წრეს, არსებობს ოფისი ვაკეში და ეს ოფისი თუ არის კაკის, მაგას ჩვენ ვერ შევეხებით... იმიტომ რომ, ეს არის კაკის და კაკი არის ხელშეუხებელი პიროვნება. ის არის დაახლოებული პიროვნება ბიძინა ივანიშვილთან" - ამბობს ის.