
"ამ მონსტრ სისტემას, რომელიც ივანიშვილმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში შეიძლება მხოლოდ ერთიანობით დავუპირისპირდეთ," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა. სამადაშილის თქმით, ქვეყანა განსაცდელის წინაშეა, ვინაიდან იცვლება მისი საგარეო კურსი და უქმდება დემოკრატიული მმარველობის სისტემა.
20 ივნისს ძალიან ნათელი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანა არის უზარმაზარი განსაცდელის წინაშე, რომ რეალურად იცვლება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომ ქვეყანაში, ფაქტიურად უქმდება დემოკრატიული მმართველობის სისტემა. ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ ხალხზე და მე ვფიქრობ, რომ ამან მოახდინა კონსოლიდაცია საზოგადოებრივი აზრისაც, რომ საჭირო არის ცვლილებები და ოპოზიციური ძალებისაც, რომ აი, ამ მონსტრ სისტემას, რომელიც ივანიშვილმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, მხოლოდ ერთიანობით დავუპირისპირდეთ. სწორედ ამიტომ გახდა, ვფიქრობ, 20 ივნისი ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი. ჩვენს ქვეყანაში და ვნახეთ, რომ დღემდე შეუსრულებელია ის ძირითადი დაპირებები, რომელიც მაშინ ხელისუფლებამ გასცა. მათ შორის, საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე და დღეს, წორედ, სიმბოლურია, რომ აქ ვიკრიბებით მაშინ, როდესაც ხვალ, მორიგ ჯერზე უნდა უყარონ კენჭი კონსტიტუციის ცვლილებას, - განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდება.
ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ჩვენ ოქტომბერში აუცილებად დავამარცხებთ ივანიშვილის პოლიტიკურ სისტემას და შევცვლით ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ეს ესაჭიროება უბრალოდ იმას, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი და გადავარჩინოთ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა, ევროპული სახელმწიფოს შესახებ, ნატოში ინტეგრირებული სახელმწიფოს შესახებ, - განაცხადა სამადაშვილმა.