
რუსული ოკუპაცია და გავრილოვის ღამე გააპროტესტეს ბათუმშიც. პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ბათუმში ერას მოედანზე შეიკრიბნენ. მათ ერთი წლის წინანადელი მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ რუსეთი ოკუპანტია და ქართული ოცნება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს.
ორგანიზაცია “ ალტერნატივამ” აქციაზე სიმბოლურად შესაწირი ყუთი მოიტანა. ორაგანიზაციის წევრები პრემიერ-მინისტრსითვის რუსეთში გასამგზავრებელ ფულს უგროვებდნენ, ვინაიდან დეკლარაციის მიხედვით მას ანგარიშზე თანხა არ გააჩნია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე