დაპირებას, პროპორციული არჩევნების შესახებ, ივანიშვილს აუცილებლად შევასრულებინებთ - ირაკლი ოქრუაშვილი

გამოქვეყნდა:

სამწუხაროა, რომ 30 წელია უკვე რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა, - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრიაშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა. ოქრუაშვილის თქმით, 20 ივნისს სისხლიან მოვლენებს ტრაგიზმის გარდა, პოზიტიური მხარეც ჰქონდა, ვინაიდან ახალი მებრძოლი თაობა დაიბადა. ოპოზიციის წევრის განცხადებით, დაპირებას, პროპორციული არჩევნების შესახებ, რომელიც ივანიშვილმა ჯერ გასცა და შემდეგ თაღლითურად მიითვისა, აუცილებლად შეასრულებინებენ.

სამწუხაროა, რომ 30 წელია უკვე რუსთაველზე გვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაცვა.  შარშან იყო გადამწყვეტი მომენტი. რა თქმა უნდა, იყო ტრაგიზმი, ის, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა მკაცრად დაესაჯა ახალგაზრდები. ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა მათი ამ თავხედობის შედეგად, მაგრამ შარშანდელ დღეს ჰქონდა ასევე, გარკვეული პოზიტივი. აქ დაიბადა რუსთაველზე ახალი მებრძოლი თაობა, რომელმაც საკუთარი მხრებით იწვნია მძიმე ტვირთი ბრძოლისა და საკუთარი ხელებით მოიპოვა გამარჯვება, რაც იყო პროპორციული არჩევნების სახით, მაგრამ მერე ვნახეთ ყველამ ერთად, რომ ეს დაპირება, რომელიც გარკვეული ფასის სახით გადაიხადა ივანიშილმა, უკან თაღლითურად მიითვისა, უკან წაიღო ივანიშვილმა. დღეს აქ დგომა კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებინებთ მას, - განაცხადა ოქრუაშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი