"აქ ცოცხლები მიცვალებულების გვერდით იყვნენ" - ჩერნიგოვის სკოლის სარდაფში 150 ტყვე იპოვეს

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ იაჰიდნეს სკოლის სარდაფში 150 ადამიანი ტყვედ აიყვანეს და სრულ ანტისანიტარიაში ამყოფებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას  ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩაუსი ავრცელებს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარდაფში ოკუპანტებს 1 თვის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა ტყვედ აყვანილი. მათი ცნობით, ტყვეები არ გატყდნენ, მათ კედლებზე უკრაინის ჰიმნი დაწერეს. 

"აქ ავად იყვნენ და კვდებოდნენ. აქ ცოცხლები იყვნენ მიცვალებულების გვერდით. შიმშილი. წყურვილი. შიში. სასოწარკვეთა. საპირფარეშო სათლზე. აქ  ქალები და ბავშვები იყვნენ... საშინელებაა. მტერი ამაზე პასუხს აგებს“, - წერს ის. 

 მანამდე ჩერნიგოვის რაიონში, რუსებს ხუთი უკრაინელი ჰყავდათ ტყვეობაში. მამაკაცები 33 დღის განმავლობაში იყვნენ ტყვეობაში. ოკუპანტებმა ისინი მძევლად აიყვანეს, შიმშილით სიკვდილითა და დახვრეტით ემუქრებოდნენ და ნულამდე ტემპერატურაზე რკინის კონტეინერში ჩაკეტეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი