
ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა, სამწუხაროდ უფრო დამძიმდა, - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი უგუალავამ 20 ივნისის წლისთავზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.
ეკონომიკაზე აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ მორალურადაც დამძიმდა, იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერი გააკეთა ხელისუფლებამ. რეალურად მივიღეთ, რომ მარტო დაზარალებულები არიან პოლიციელები... თითქოს აქ ადამიანები ძალადობდნენ, მაშინ, როდესაც პირიქით იყო. ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა იწვალოს, ამ ხალხს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ვერ აქცევს. ასე ვერ იქნება, რომ გაბუნია შეიძლება მოკლა, გივი თარგამაძე შეიძლება ააფეთქო და არც გამოიძიო.. ანუ დამოკიდებულებას აჩვენებენ, რომ ფეხებზე ჰკიდიათ, - განაცხადა უგუალავამ.