"რუსი დამპყრობლები ემზადებიან უზარმაზარი გარღვევისთვის ლუგანსკის რეგიონში" - აცხადებს, ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი, სერგეი გაიდა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები იცავენ რეგიონს, თუმცა ოკუპანტების მობილიზება საკმაოდ მასშტაბურია.
"ხდება პერსონალისა და აღჭურვილობის დაგროვება, ემზადებიან უზარმაზარი გარღვევისთვის. ღამით რუბიჟნეს რაიონში გარღვევის მცდელობა იყო, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა მოიგერიეს შეტევა, მტრებს შორის ათობით დაღუპულია" - თქვა სერგეი გაიდამ
რაც შეეხება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს, მისი თქმით, პუტინის ჯარი ამ ტერიტორიების მცხოვრებლებს "ქვემეხის საკვებად იყენებენ".