ამ სულისკვეთებას სრულად ვიზიარებ რაც განაცხადა პრემიერმინისტრმა - ღარიბაშვილის მოსაზრებას, რომ უკრაინა "იჩაგრება" და"ისჯება", მისი პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილიც ეთანხმება. პაპუაშვილი 2008 წელს იხსენებს და ამბობს:
"ისევე როგორც 2008 წელს ეს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა. საქმე იმაშია, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ.
ამ შედარებების ავტორებმა არც კი იციან რა არის პატრიოტიზმი. ბოლო 1 თვეზე მეტია დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით" ამბობს პაპუაშვილი.
რაც შეეხება კითხვას, ბუჩას ტრაგედიის გამო, გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში გლოვა, პაპუაშვილი პასუხობს - "ყოველი დღე ომისა არის გლოვის დღე ".
ამაზე ვსაუბრობდი, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ომით, იქნებოდა უკრაინა - თქვა გუშინ ღარიბაშვილმა უკრაინაში, რუსეთის აგრესიაზე საუბრისას.