გერმანია მთავარი პრობლემაა, რის გამოც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვერ აწესებს და სანქციებს უნგრეთი არ ბლოკავს - აცხადებს პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავეცკი.
მორავეცკიმ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ვიქტორ ორბანი, რუსეთის აგრესიის მიმართ არასაკმარისად მკაცრი პოზიციის გამო გააკრიტიკეს.
"მიუხედავად იმისა, თუ როგორ ვუდგებით უნგრეთს, ეს უკვე, ასეთი მეოთხე გამარჯვებაა, ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს პატივი უნდა ვცეთ... ეს გერმანიაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში მთავარი დაბრკოლება, უნგრეთი მხარს უჭერს სანქციებს" - ამბობს პოლონეთის პრემიერი.
პოლონეთის პრემიერმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირს პარტია "ერთიანი რუსეთისთვის" სანქციების დაწესებაც შესთავაზა. ცნობისთვის 2021 წლის ბოლოსთვის პარტიას 2,3 მილიონზე მეტი წევრი ჰყავდა.