პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი რუსეთთან და ბელარუსთან უახლოეს 72 საათში სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უახლოეს 72 საათში დაიწყებენ რუსეთისგან სრული იზოლაციის პროცესს, რითაც დახურავენ სახმელეთო მარშრუტებს რუსეთში საქონლის მიწოდებისთვის - ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მუსტაფა ნაიემი საკუთარ Telegram არხზე ავრცელებს.

ნაიემი წერს, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საზღვრები რუსეთსა და ბელარუსთან სრულად ჩაიკეტება.

"გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, შეეწყვიტათ ნებისმიერი საგზაო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსის რესპუბლიკასთან. მადლობა ამ ქვეყნების ტრანსპორტის ყველა მინისტრს. პასუხი მყისიერია. ველოდებით საბოლოო შედეგს" - წერს ნაიემი

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი