გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, გერმანიიდან პუტინის ჯაშუშების გაძევება სურს - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კანცლერს გერმანიაში ჯაშუშად მომუშავე რუსეთის საელჩოს თანამშრომლების "ძალიან დიდი რაოდენობის" გაძევება სურს! საუბარია ასზე მეტი თანამშრომლის უკან რუსეთში გაგზავნაზე, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი.
სტატიაში წერია, რომ გერმანიის ხელისუფლება ამჟამად სიაზე თანხმდება. გადაწყვეტილება ამ კვირაში, ანუ 11 აპრილამდე უნდა იქნას მიღებული.
ცნობისთვის, Bild წერდა, რომ გერმანიაში 2 000-ზე მეტი რუსი ჯაშუშია.