მოძალადეების ნაწილი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს - მოსამართლე ჩახნაშვილის გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

მოძალადეები ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებენ - მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 5 ივლისის საქმის ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა. ჩახნაშვილმა ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადააკვალიფიცირა  ჯგუფურზე და დებულების დიდ ნაწილს მხოლოდ 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენს სასამართლო დარბაზში ისმენდნენ დაზარალებული ჟურნალისტები.  

საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულის განხილვა მიმდინარეობს, განაჩენი ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

ცოტა ხანში უნდა დაიწყოს "სირცხვილიას" ოფისის ეპიზოდის საქმეც, სადაც ტვ პირველის  ჟურნალისტი და ოპერატორი მირანდა ბაღათურია და ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს. სწორედ ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში გარდაცვალა ლაშქარავა.

ერთ-ერთი მოძალადის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 3 ათასლარიანი გირაო უკვე გადახდილი აქვს და ეს სასჯელიც გასაჩივრდება, რადგან თვლიან, რომ უდანაშაულოები არიან.
მოსამართლე ჩახნაშვილის განაჩენს მოძალადეები და მათი თანამოაზრეები ოვაციებით შეხვდნენ. 

იხილეთ ასევე:

ავტორი: გუგა მაისურაძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი