
"არ ვეთანხმები და არ ვიზიარებ პრემიერმინისტრის პათოსს და რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ომბუდსმენის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
"მე არაერთგზის, ომის დაწყების დღიდან, საჯაროდ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია, რომ არ ვეთანხმები და არ ვიზიარებ პრემიერმინისტრის პათოსს და რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი,როგორც საქართველოს ერთი მოქალაქის პოზიცია, რომ პრემიერმინისტრის განცხადებები, არ წარმოადგენს ჩემი, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქის მოსაზრებას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. იქ ადგილი ჰქონდა საერთაშორისო დანაშაულს და სავარაუდო გენოციდის ნიშნებსაც შეიცავს. იმედი მაქვს ცივილიზებული სამყარო შესაბამის პასუხს გასცემს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს." - თქვა ნინო ლომჯარიამ
ღარიბაშვილის ბოლო განცხადებით, რომელიც მან უკრაინაზე გააკეთა, უკრაინა ახლა ისჯება და იჩაგრება.