პოლიციის მაღალჩნოსნის საიდუმლო ბიზნესი - ვაჟა სირაძის დედის კუთვნილი ნავთობკომპანია შესაძლოა, ირანულ კონტრაბანდასთან იყოს კავშირში

გამოქვეყნდა:

პოლიციელის მაღალჩინოსნის საიდუმლო ბიზნესი - საპატრულო პოლიციის უფორსის, ვაჟა სირაძის დედის სახელზე გაფორმებული ნავთობ კომპანია, შესაძლოა ირანულ კონტრაბანდასთან იყოს დაკაშირებული. "მთავარი არხის" ინფორმაციით,  20 ივნისის ერთ-ერთი ფიგურანტის დედას საერთო ბიზნესი აქვს ადამიანებთან, რომლებიც წილში უზიან  ორგანიზებული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს. 

ვაჟა სირაძის ოჯახი ყულევის ტერმინალთან კავშირს საგულდაგულოდ მალავს, პოლიციის მაღალჩინოსნის დედა ამბობს, რომ  მხოლოდ პროფესიული საქმიანობით არის დაკავებული და ნავთობ ტერმინალთან კავშირი არასდროს არ ჰქონიათ.

პოლიციის მაღალჩინოსნის მამა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა სირაძეა. კომპანია "გლობალ ოილში" მისი მეუღლის  წილების და ყულევის ტერმინალთან კავშირების შესახებ უცნობია მისთვისაც, საპატრულო პოლიციის უფროსის მამა ამტკიცებს, რომ ოჯახს ნავთობ კომპანიაში წილები არასდროს არ ჰქონია.

ეკა სირაძის საქმიანი პარტნიორი მაგული ნაჭყებიაა. დეტალების გასარკვევად "მთავარი" მის სახლში მივიდა. თვითონ კარი არ გააღო, თუმცა მოგვიანებით სახლიდან მისი მეუღლე გამოვიდა.  გელა ხუნწარია "მთავარი არხის" მიერ მისი მეუღლის მისამართით დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა და "მთავარის" გადამღებ ჯგუფს კამერის დამტვრევით დაემუქრა. ცოტახანში გიგო დიდიას 12- ში საპატრულო პოლიცია გამოჩნდა. 

"მთავარმა" გაარკვია, რომ ვაჟა სირაძის მშობლების ბიზნეს პარტნიორი, მაგული ნაჭყებია და მისი მეუღლე გელა ხუნწარიაა, რომლებიც ბიზნეს საქმიანობას ქურდული სამყაროს წევრებთან და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებთან ერთად ახორციელებენ. ოჯახის ბიზნეს კავშირები დასტურდება ირაკლი ჩხენკელთან. ბიზნესმენი დღეს ბრალს უცხოეთში მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ - მინდია გორაძესთან და სხვა კანონიერ ქურდებთან კავშირის გამო იხდის.

მაგული ნაჭყებია ბიზნეს საქმიანობას იური შონიასთანაც ეწეოდა, რომელმაც მოგვიანებით კომპანია "ბლექის" სამოცი პროცენტი მაგული ჭყონიას ხოლო, ოცდაათი პროცენტი ბიზნესმენ ირაკლი ჩხენკელს დაუთმო.

სამეგრელოში ქვეყნის მთავარი პოლიციელის ოჯახის გავლენებზე საუბრობენ ოპოზიციაშიც.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი