"გერმანია რუსულ ენერგეტიკაზე ემბარგოს ამ დროისთვის არ დააწესებს" | ეკონომიკის მინისტრი

გამოქვეყნდა:

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკმანის განცხადებით, გერმანია რუსულ ენერგეტიკაზე ემბარგოს ამ დროისთვის არ დააწესებს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მისი თქმით, ქვეყანა რუსული გაზისა და ნავთობის დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად მუშაობს. 

ჩვენ ემბარგოსთან დაკავშირებით იმ ზომებით ვმუშაობთ, რომლებიც პუტინს ყოველდღე ზიანს მიაყენებს. კარგ კურსზე ვართ და ამ კვირაში, ამ მიმართულებით უფრო მეტ პროგრესსაც მივაღწევთ. ჩვენ ასევე, რუსული გაზის, ნახშირისა და ნავთობისგან დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად ვმუშაობთ, 
ამბობს ჰაბეკმანი.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, გერმანიის ნავთობის 35%-ის იმპორტი რუსეთიდან ხდებოდა, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებელი ახლა, 25%-ს უახლოვდება.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ბუჩასა და უკრაინის სხვა რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, ამის გამო ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ამ კვირაში გახდება ცნობილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი