რა აპლიკაციებს იწერენ რუსეთში ყველაზე ხშირად სანქციების ამოქმედების შემდეგ | მარტის სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

2022 წლის მარტის მონაცემებით, რუსეთში Apple App Store-ისა და Google Play Store-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია VPN და ონლაინ კონფიდენციალურობის პროგრამები იყო. სიის 8 საუკეთესო აპლიკაციას შორის სწორედ VPN პროვაიდერები და Telegram მოხვდა.

თებერვლის დასაწყისში კი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული პროგრამა Persona იყო, რომელიც მაკიაჟის ფილტრის აპლიკაციაა, შემდეგ ვიდეო კონფერენციების პროვაიდერი Zoom და ონლაინ საცალო ვაჭრობა AliExpress.

ცნობისთვის, რუსეთში უკვე თვეზე მეტია სანქციებია დაწესებული. შესაბამისად, ქვეყნიდან ბევრი ცნობილი კომპანია გავიდა. მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ წვდომა Facebook-ზე, Youtube-სა და აშ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი