
რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტი, მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის შეუძლოდაა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მან მესამე პრეზიდენტი აზიარა. საუბრის სხვა თემები კი მას მედიასთან არ დაუკონკრეტებია.
"ჯანმრთელობას რაც შეეხება, არ გრძნობს თავს კარგად... ალბათ როგორმე მოგვარდება მისი მკურნალობის საკითხი... მე თვითონ ვერაფერს ვიტყვი, რადგან თვითონ არ გრძნობს თავს კარგად. რაც შეეხება საუბარს, მე ვიყავი მისთვის საიდუმლოებების აღსასრულებლად და ძირითადად რაც იქ ვიყავი, უმეტესი ნაწილი ლოცვაში გავატარეთ. ლოცვები წავუკითხე და სამ საიდუმლოებას ეზიარა," - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.