
მომღერალ დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. პუტინის შესაბამისი ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე პირველ აპრილს გამოქვეყნდა.
ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ეს წოდება მან "პოპ-არტის განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის" მიიღო.
ღურწკაიასთან ერთად ეს წოდება მიენიჭა სტას მიხაილოვსაც.