
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს დიპლომი არ აქვს - ისინი მანანა ბარბაქაძეს უკვე რამდენიმე თვეა სთხოვენ დიპლომის დამადასტურებელი დოკუმენტი გამოაქვეყნოს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "უდიპლომო" თავმჯდომარეს უფლება არ აქვს საკრებულოს სხდომა მიჰყავდეს.
ამ თემის გამო გუშინ სხდომაზე დაპირისპირებაც მოხდა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და თორნიკე ავალიშვილი სხდომათა დარბაზიდან იძულების წესით გაიყვანეს.