რუსეთში სკოლის მასწავლებლებს სანქციების დადებითი ეფექტის შესახებ გაკვეთილების მომზადება დაევალათ

გამოქვეყნდა:

რუს სკოლის მასწავლებლებს სანქციების დადებითი ეფექტის შესახებ გაკვეთილების მომზადება დაევალათ - ამის შესახებ გამოცემა kommersant წერს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსული სკოლების მასწავლებლებმა მიიღეს "რეკომენდაციები" გაკვეთილების ჩატარების შესახებ თემაზე "ანტირუსული სანქციები და მათი გავლენა შიდა ეკონომიკაზე".

"რუსულმა სკოლებმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე სპეციალური გაკვეთილების ჩატარების ახალი რეკომენდაციები მიიღეს. ამჯერად, მასწავლებლებმა უნდა ჩაატარონ გაკვეთილები მე-5–9 და 10–11 კლასების მოსწავლეებისთვის თემაზე „ანტირუსული სანქციები და მათი გავლენა შიდა ეკონომიკაზე“. სასწავლო სახელმძღვანელოში ეს „გავლენა“ საკმაოდ პოზიტიურად არის წარმოდგენილი - სკოლის მოსწავლეებს მოუყვებიან რუსული პროდუქციის წილის ზრდის შესახებ რამდენიმე მიმართულებით, შემდეგ კი მოსწავლეებს სთხოვენ შეაფასონ, თუ რომელი ქვეყნები განიცდიან დიდ ეკონომიკურ ზარალს სანქციებისგან",- ვკითხულობთ სტატიაში. 

როგორც სასწავლო სახელმძღვანელოშია აღნიშნული, მასწავლებელმა "წარმოდგენა მისცეს ანტისანქციური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე" უნდა აჩვენოს რომ რუსეთს შეუძლია,  გადალახოს დასავლეთის სანქციები და ზეწოლის უარყოფითი შედეგები რუსეთის ეკონომიკაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი