ჩრდილოეთ უკრაინიდან აღმოსავლეთში გადაყვანილ რუსულ არმიას ხელახალი აღჭურვა სჭირდება - ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ უკრაინიდან გაყვანილ რუსულ არმიას ხელახალი აღჭურვა სჭირდება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ ჩრდილოეთ უკრაინიდან აღმოსავლეთში განლაგების მიზნით გამოყვანილი რუსული ჯარები საჭიროებენ მნიშვნელოვან გადაიარაღებასა და მოდერნიზაციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის განახლებამდე.

მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა კიევის ოლქი და უკრაინის სხვა ქალაქები დატოვეს, გავრცელებული ინფორმაციით ახლა გადაჯგუფების პროცესში არიან და პუტინის ახალი სტრატეგიისთვის, დონბასზე შეტევისთვის ემზადებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი