დანიამ 15 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

გამოქვეყნდა:

დანიის მთავრობამ, 15 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. Reuters-ის ინფორმაციით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსი ჯარისკაცების მიერ, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული, ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქის ქუჩებში იპოვეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი