რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მახლობლად სასაფლაოს, ტანკებით გადაუარეს - ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიაში ვრცელდება. გამოცემის ცნობით, ეს ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასაფლაოდ ევროპაში.
მედიის ცნობით, 10-12 მარტს რუსმა სამხედროებმა სასაფლაოს მახლობლად ტანკები და სხვა აღჭურვილობა განათავსეს, დაამტვრიეს ჯვრები და საფლავები. ამ ყველაფრის მოწმე ადგილობრივებიც გახდნენ.
"ყოველ დილით ისინი მიდიოდნენ, იკავებდნენ პოზიციებს და იწყებდნენ სროლას დასავლეთის ოლქის მაღალსართულიან შენობებზე. გადაუარეს საფლავებს და დაამტვრიეს ჯვრები და ძეგლები. რა თქმა უნდა, ამდენი ადამიანის სიკვდილის შემდეგ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს სიწმინდეა!“ - აცხადებენ ადგილობრივები.