განაჩენი ხელისუფლებისთვის - 20 ივნისის გმირები სისხლიან მოვლენებს იხსენებენ

გამოქვეყნდა:

განაჩენი ხელისუფლებისთვის - 20 ივნისის გმირები სისხლიან მოვლენებს იხსენებენ. აქციის მონაწილეებისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომდარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დანახვა შეურაცხმყოფელი და ღირსებისშემლახველი აღმოჩნდა, რამაც ისინი ქუჩაში გამოიყვანა. პროტესტის  ერთ-ერთი მონაწილე 20 ივნისის აქციას "ღირსების აქციას" უწოდებს.

ეს მართლა ღირსების აქცია იყო. აგვისტოს ომში ჩემი ძმა ბრძოლობდა, იქ იყო და აფხაზეთის ომში უსაყვარლესი ნათესავი დამეღუპა და აი, ყველას მათ სულებს ბოდიში და ჩააფურთხეს. არ შეიძლებოდა ამის ასე გატარება, - ამბობს სისხლიანი მოვლენების თვითმხილველი.

20 ივნისის ღამეს დაზარალებული ქალი სისხლიან მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა ფეხში 9 ტყვია ესროლეს. 

სადაც ვიდექით, იქ გაისროლეს ეს ცმრელსადენები. ხალხმა დაიწყო უცებ ქვევით ჩამოსვლა.ავირბინე კიბეები, დავუდექი წინდა იმდენად ვიყავი გამწარებული, ჩემს "ფეისბუქ" ლაივშც ისმის, რომ ვეუბნები, "ოჯახებიარ გყავთ?" მარცხენა მხრიდან გავიგე სროლის ხმა. მივიხედე და მართლა, გადატენა და გაქცეულ ხალხს დაუმიზნა. ხელით მანიშნა, გაიწიეო. რომ არ გავიდე, რას მიზამ-მეთქი?... 9 ტყვია ამომიღეს ფეხიდან, - ყვება დაზარალებული.

გავრილოვის ღამის სისასტიკეს იხსენებს დაზარალებული მირზა ლიპარტელიანიც. ლიპარტელიანს სპეცრაზმელებმა 6 ტყვია მოახვედრეს.

ძალიან სადისტური დღე იყო, მაგას ნამდვილად ვერ გავიხსენებ, არ მინდა რომ გავიხსენო. დისშვილის გულისთვის წავედი, რომ მივედი და ვნახე რაც ხდებოდა იქ...აღმოვჩნდი წინა ხაზის პოზიციაზე. ვეხვეწებოდი, გაჩერდით...პირველად რომ მომარტყეს, გავუცინე და მადლობა ვუთხარი, რას აკეთებთ, არ გრცხვენიათ მეთქი? მერე მომხვდა თვალში, თავში.. 6 ტყვია ამომაცალეს..მერე აღარ მახსოვს აღარაფერი, - იხსენებს ლიპატრელიანი.

 

 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი