კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართავს, რომ შეწყვიტონ ოფიციალურ მოსკოვთან ყველანაირი კომერციული კავშირი კლიჩკო ამბობს, რომ ფული, რომელსაც რუსები იღებენ, უკრაინელი ხალხის სისხლითაა დასვრილი - "ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან რუსეთში გზავნით, უკრაინელი ხალხის სისხლი აქვს" - ამბობს კლიჩკო.
კლიჩკო გამოეხმაურა ბუჩას ტრაგედიას და თქვა, რომ რუსმა ოკუპანტებმა იქ უკრაინელების გენოციდი მოაწყეს.