პროპორციული საარჩევნო სისტემა - 20 ივნისის სისიხლიანი ღამის მთავარი მონაპოვარი ისევ ოლიგარქის კლანჭებშია

გამოქვეყნდა:

"გავრილოვის" სისხლიანი ღამიდან მეოთხე დღეს "ოცნების" ლიდერი საგანგებო ბრიფინგზე მარტო გამოვიდა და მთავარი დაპირება გასცა. დაპირება ამომრჩევლისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რომ ქვეყანაში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. ბრიფინგიდან ისე წავიდა, რომ არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

დანაპირები ყველამ მოუწონა, გაბრაზებულმა ამომრჩეველმაც, პროტესტის მონაწილეებმაც, ოპოზიციამაც და საერთშორისო საზოგადოებმაც.

ცვლილებებიც მოამზადეს. საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატით მთელი საქართველოც მოიარეს და "ოცნების" ლიდერები საარჩევნო სისტემის ცვლილების სიკეთეებს ამომრჩეველს თვითონვე უხსნიდნენ.

ყველაფერი თავდაყირა პარლამენტში მაშინ დადგა, როდესაც 14 ნოემბერს ისტორიული კენჭისყრაზე  ცვლილებები ჩავარდა. "ოცნებამ" ყველა გადააგდო. მათ შორის თანაგუნდელების ის ნაწილიც, ვისაც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები ჰქონდა ჩაბარებული. ამიტომ ცვლილებების ჩაგდებიდან 15 წუთში თამარ ჩუგოშვილი თანამოაზრეებთან ერთად "ოცნებიდან" წავიდა.

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირების აქციები დაიწყო. იყო სირცხვილის დერეფნებიც და სიმბოლურად მთავარი ადმინისტაციული შენობების დაბოქლომების აქციებიც. პასუხიმგებლობა არც ივანიშვილმა აიღო და არც "ოცნების" სხვა ლიდერებმა. ყველაფერი ე.წ. ამბოხებულ დეპუტატებ, დაჩი ბერაიას და დიმიტრი ხუნდაძეს დაბრალდა. მეტიც არჩილ თალაკვაძემ ბოქლომი ჯაჭვით სიმბოლურად ოპოზიციას პარლამენტიდან უკან დაუბრუნა. ცვლილებების ჩაგდებიდან 10 დღეში კი პარტიის გენერალურმა მდივანმა გამოაცხადა, რომ  თემა დახურული იყო და ქვეყანაში არჩვენები იგივე, ანუ შერეული სისტემით ჩატარდებოდა.

არც საპროტესტო ტაღლა და არც ოპოზიცია გაჩერდა. პოლიტიკური კზისისის განმუხტვისთვის პროცესებში საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გერმანიის ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებები დაიწყო.

"ოცნება" ამ შეხვედრებზეც არაფერს არ თმობდა. ოთხი ოფიციალური რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ გამოსავალი ისევ პარტნიორებმა მოიფიქრეს და ხელისუფლება ოპოზიციას თავიანთ რეზიდენციებში არაფორმალურ გარემოში, ხან სადილზე, ხან კიდევ ვახშამზე ეპატიჟებოდნენ.

თითქმის შეთანხმებამდე მისული მოლაპარაკები თებერვალში მოულოდნელად, ისევ "ოცნებამ" ააყირავა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ციხეში გაშვების გადაწყვეტილება "ოცნებამ" მაშინ მიიღო, როდესაც ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობდა.

ოპოზიციამ ამის შემდეგ მოლაპარაკებები პროროპოციულ სისტემაზე შეწყვიტა. თქვეს, რომ აღარ გააგრძელდებოდა შეხვედრები, ვიდრე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები ციხეს არ დაატოვებდნენ.

ოპოზიციის ერთიანობით და ფასილიტატორების ძალისხმევით ამერიკის ელჩის რეზიდენციაში რვა მარტის ისტორიული შეთანხმება შედგა. ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი. პირველი დოკუმენტით პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა, რომ იცვლება საარჩევნო სისტემა და შემოდგომაზე არჩვენები 120/30 პროპორციული თანაფარდობით ჩატარდება. პარტიებს 1%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. მეორე დოკუმენტით კი ხელისუფლებას ავალდებულებს პოლიტიკური დევნა შეწყვიტოს და ციხიდან პოლიტპატიმრები გამოუშვას. ამ სიაში იყვნენ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა  და 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები.

"ოცნებამ" ისარგებლა ეპიდემიის კრიზისით. მათ რვა მარტის შეთანხმების შესრულების მეორე ნაწილზე, გამოეშვა ციხიდან პოლიტპატიმრები საერთოდ უარი თქვეს. კიდევ ერთი გადაგდებით "ოცნებამ" მოახერხა ის, რომ საერთშორისო პარტნიორების ლექსიკონში, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოთან მიმართებაში გაჩნდა სიტყვა პოლიტპატიმარი. 

ამ რეაქციებს შემდეგ "ოცნების" ხელისუფლებამ მაშველ რგოლად მისი მხარდაჭერილი პრეზიდენტი მოიშველია. პარლამენტის თავმჯოდმარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგიდან მეხუთე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმრები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. 

მაგრამ "ოცნების" მთავრობა "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილეს, ამ დრომდე ციხეში ტოვებს. პოლიტპატიმარ გიორგი რურუას, ისევ იგივე არგუმენტით, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს და რვა მარტის შეთანხმების შესრულება, თუ ვერ მოხერხდება და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.  

"ოცნებას" სიურპირიზის შესაძლებლობა "ევროპულმა საქართველომ" არ დაუტოვა. პარტია სამივე ფრქაციით ხვალ, პირველი მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. ახლა ჯერი ბიძინა ივანიშვილსა და მის უმრავლესობაზეა, შეასრულებს ვალდებულებებს, თუ ისევ ე.წ. მაჟორიტარების ამბოხებას მოაწყობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი