რუს სამხედროებს, რომლებმაც ბუჩაში ადამიანები დახოცეს და აწამეს, უკრაინაში აბრუნებენ - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსი სამხედროები, რომლებიც ბუჩაში ხოცავდნენ და აწამებდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებს უკრაინაში ბრუნდებიან - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულ სარდლობას მათთვის სავარაუდოდ "სპეციალური დავალება" აქვს: 

"რუსეთის ფედერაციის 35-ე სამხედრო არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა, რომლის სამხედროებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები და წამება ჩაიდინეს, უკრაინის ტერიტორიაზე ბრუნდებიან.
4 აპრილის მდგომარეობით, ბრიგადა უკრაინიდან ბელარუსში, ქალაქ მოზირთან გადაიყვანეს. 6 აპრილისთვის პერსონალი სარკინიგზო ტრანსპორტით რუსეთში, ბელგოროდში გადაიყვანენ, მხოლოდ ორდღიანი შვებულების შემდეგ, ისინი გეგმავენ უკრაინაში დაბრუნებას ერთ-ერთ "ცხელ" ადგილას (დაახლოებით - ხარკოვის მიმართულებით). როგორც წესი, რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც ტოვებენ საბრძოლო ზონას, გაცილებით მეტ დროს იღებენ დასვენებისთვის, მსგავსი განრიგი კი მიუთითებს იმაზე, რომ 64-ე ბრიგადას "სპეციალური დავალებები" აქვს" წერია უწყების განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი