ხვალ თუ შემოგვთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას, არა იმისთვის, რომ ვითამაშოთ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად, შევუერთდებით - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტებთან ტელემარათონში ნატოში გაწევრიანების თემაზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ შეუერთდეს ალიანსს. 

„ხვალ თუ შემოგვთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას, არა იმისთვის, რომ ვითამაშოთ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად, ჩვენ შევუერთდებით. მაგრამ ეს არ მოხდება, სამწუხაროდ. და ასე არც მოხდა, სამწუხაროდ. ამიტომ, ჩვენ ავაშენებთ ისეთ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებსაც შეუძლია ჩვენი სიცოცხლის დაცვა“, - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტს არ სჯერა რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების დაცვის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში - "ჩვენ გვესმის, რომ ყველაზე მძლავრ შეთანხმებას რომ მოვაწეროთ ხელი, რუსეთი ორ წელიწადში შეიძლება, დაბრუნდეს" განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ეს არ მოხდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი