ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ყოფნა, საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას - Energoatom

გამოქვეყნდა:

რუსული ბირთვული კორპორაციის Rosatom-ის თანამშრომლების ყოფნა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხეს უქმნის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას - ამბობს "Energoatom"-ის ხელმძღვანელი პეტრ კოტინი. მისი თქმით, სადგურის ოკუპაციის გამო ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მუშაობა  შეუძლებელია.

"სადგურზე "როსატომის" თანამშრომლები არიან. გაუგებარია, რას აკეთებენ ისინი იქ. ისინი არიან იქ არ უნდა იყვნენ. ეს უკვე საფრთხეს უქმნის თავად ობიექტის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას"- თქვა კოტინმა. 

4 მარტს, რუსმა დამპყრობლებმა აიღეს კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ხოლო, 11 მარტს ატომურ ელექტროსადგურში რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაციის როსტომის 11 თანამშრომელი შევიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი