რუბეჟნოეში, რუსმა დამპყრობლებმა აზოტის მჟავით სავსე ავზი ააფეთქეს - ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდა, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
"არ დატოვოთ თავშესაფრები. თუ შენობაში ხართ, დახურეთ კარები და ფანჯრები." - წერს ის
აზოტის მჟავა საფრთხისშემცველია კანთან ან ლორწოვან გარსთან შეხებისას. მისი ორთქლი აზიანებს სასუნთქ გზებს.