მოსახლეობა კიევში ბრუნდება - ვითარება უკრაინაში, ომის 41-ე დღეს

გამოქვეყნდა:

კიევის შესასვლელებთან  კილომეტრიანი რიგებია -  ომის 41-ე დღეს მოსახლეობა ავტომობილებით ეტაპობრივად  ქალაქში ბრუნდება. 
უკრაინელი ჯარისკაცების მიერ კიევის ოლქის გათავისუფლების შემდეგ ადამიანები პირველად ნახავენ საკუთარ სახლებს, რომლებიც რუსებმა დაანგრიეს და გადაწვეს. 
პარალელურად ვრცელდება ახალი ვიდეოკადრები სასაკლაოდ ქცეული ბუჩადან. ვიდეო რამდენიმე დღის წინაა გადაღებული. რუსები ქუჩაში ადამიანს დამიზნებით, ტანკიდან ესვრიან. 
კრემლი კი  უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბური იერიშებისთვის ემზადება. მას შემდეგ რაც მტერმა კიევის აღების გეგმა ჩააფლავა, ახლა პუტინი აღმოსავლეთ ფრონტის სრული ოკუპაციის გეგმაზე გადაერთო. მთავარ სამიზნედ კი ისევ ალყაშემორტყმული მარიუპოლი რჩება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი