ბოროდიანკაში რუსმა ოკუპანტებმა ტარას შევჩენკოს ძეგლი დააზიანეს

გამოქვეყნდა:

ქალაქ ბოროდიანკაში, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი დააზიანეს - ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"კიევის ოლქში, ბოროდიანკაში რუსი ოკუპანტების მიერ, უკრაინელი პოეტის, ტარას შევჩენკოს ძეგლი დაზიანებულია. გენოციდი არ არის მხოლოდ ათიათასობით მსხვერპლი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული განათლება აკრძალულია, უკრაინული წიგნები იწვება. ადამიანების მარტივად მოკვლა, მხოლოდ ერთი უკრაინული სიტყვისთვის შეუძლიათ." - წერია განცხადებაში.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი