"საქართველო კოლონია აღარასდროს იქნება" - ზაზა ოქუაშვილი Facebook პოსტს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი 20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანაში თავისუფლება და დემოკრატია ახალგაზრდების ძალისხმევით დამკვიდრდება.

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანიშვილის რეჟიმის უკანონობასა დანაშაულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა მტაცებელთა და კრიმინალთა ძალმომრეობისგან უნდა გათავისუფლდეს, რაშიც დიდი წვლილი საზოგადოებს აქტივობას მიუძღვის.

შარშანდელი 20 ივნისი იყო საქართველოს მოსახლეობის კიდევ ერთი განსაცდელი, რომელიც ხალხმა ღირსეულად გადაიტანა. აშკარაა, რომ საქართველოში თავისუფლება და დემოკრატია დამკვიდრდება ახალგაზრდობის ძალისხმევით. საქართველო რომ აღარასდროს იქნება კოლონია, ამაზე პასუხისმგებელია მისი თითოეული მოქალაქე.

შარშანდელი 20 ივნისი იყო კულმინაცია ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მთავრობის დანაშაულებების, რეკეტის, უკანონობის, მტაცებლობისა და მონობის, რომლის მხილებისათვის მოწოდებულია ყველა ღირსეული მოქალაქე.

ამ საქმეში გადამწყვეტი როლი სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და თავისუფალ ბიზნესს აქვს. ქვეყანამ უნდა იაროს კანონიერი გზით, რათა სახელმწიფო დაუბრუნდეს ხალხს და გათავისუფლდეს მმართველ მტაცებელთა და კრიმინალთა ძალმომრეობისაგან.

საზოგადოების აქტივობა აუცილებლად მოიტანს შედეგს, რათა ქვეყანაში საბოლოოდ დამკვიდრდეს სამართლიანობა, თავისუფლება და დემოკრატია, - წერს ოქუაშვილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი