უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლეთსა და აშშ-ს მიმართავს და მოუწოდებს, დააწესონ უმძიმესი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ "ახალი ბუჩა".
კულება წერს, რომ რამდენიმე თვე ქამრების შემოჭერა ათასობით სიცოცხლის გადარჩენის ფასად ღირს.
"ახალი ბუჩას" თავიდან ასაცილებლად, დააწესეთ ყველა დამანგრეველი სანქციები: შეწყვიტეთ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ყიდვა რუსეთიდან. შეწყვიტეთ პუტინის ომის მანქანის დაფინანსება. რუსეთის ეკონომიკა - და მისი ომი - რამდენიმე თვეში შეჩერდება. რამდენიმე თვე ქამრების შემოჭერა ღირს ათასობით სიცოცხლის გადასარჩენად",- წერს კულება.