
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ჯგუფს სახელისუფლებო ანგარიში მართავს და მის გათავისუფლებაზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს - ამ ინფორომაციას, "მითების დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გვერდი მიხეილ სააკაშვილზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ფეისბუქ ჯგუფში “მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იმედი” გამოქვეყნდა დეზინფორმაცია, თითქოს, ჯო ბაიდენის ძალისხმევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი აშშ-მ საქართველოდან გაიყვანა და ის უკვე თავისუფალია. პოსტში ასევე ნათქვამია რომ სააკაშვილი უკრაინის არმიის დასახმარებლად გაემართა და უკვე მარიუპოლის ფრონტზე იმყოფება.
"ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ამ შემთხვევაში გამოვავლინეთ, რომ ადმინისტრატორი დიდი ალბათობით არის ტროლი. ორ სხვადასხვა კონტენტს აზიარებდა - ჯგუფში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს და პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ის დისკრედიტაციას ცდილობდა"- ამბობს მაიკო რატიანი.
"მითების დეტექტორში" აცხადებენ, რომ გვერდს სახელისუფლებო ტროლები მართავენ, რომლებიც ოპოზიციის მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და სახელისუფლებო პროპაგანდას ავრცელებენ.