არა გენოციდს! - ამ სახელწოდებით აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 6 აპრილს საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამართავს და ამ ფორმით უკრაინას სოლიდარობას გამოუცხადებს. აქციები 20:00 საათზე გაიმართება.
ცნობილია, რომ აქცია თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, ქუთაისში თეთრ ხიდზე, ბათუმში ერას მოედანზე, ანაკლიაში კი ანაკლიის ხიდზე გაიმართება.