მოძრაობა "შეცვალემ" გვიან ღამით ოცნების ოფისთან აქცია გამართა

გამოქვეყნდა:

"გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით აქტივისტებმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს. 

ამ ოფისიდან ბიძინა ივანიშვილი წყვეტს იმ საქმეებს, რომელსაც რეალურად არაფორმალური მმართველი არ უნდა წყვეტდეს და ფრიდომ ჰაუსის ბოლო განცხადებაც ამას აღნიშნავს, რომ ივანიშვილი არის ჩრდილოვანი, არაფორმალური მმართველი, რომლის გავლენებიც ყველა სტრუქტურაში, ყველა ხაზში აღინიშნება, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ახალგაზრდებმა პლაკატებითა და შეძახილებით კიდევ ერთხელ შეახსენეს მმართველ გუნდს გასულ წელს ჩადენილი დანაშაულები. აქტივისტების მიერ მიტანილ პლაკატებზე სისხლიანი ღამის ამსახველი ფოტოები იყო გამოსახული. ასევე მათ თან ჰქონდათ პლაკატები, რომელზეც გავრილოვის ღამის სტატისტიკა და ამ მოვლენების შესახებ უცხოელი დიპლომატების გაკეთებული განცხადებები იყო დაწერილი. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი