"სააკაშვილი დასავლეთში აღიქმება ადამიანად, რომელმაც საქართველოს მოდერნიზება მოახდინა" | ექსკლუზიური ინტერვიუ რადოსლავ სიკორსკისთან

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილი დასავლეთში აღიქმება ადამიანად, რომელმაც საქართველოს მოდერნიზება მოახდინა" - ამის შესახებ "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი საუბრობს. 

ეს ვენდეტები ყოფილი ხელისუფლებებისა და პრეზიდენტების წინააღმდეგ ყოველთვის სარისკოა. თუ შენ მართლა აპირებ, რომ წინა მმართველი დააპატიმრო, მაშინ მართლაც ძლიერი სამხილები და მტკიცებულებები უნდა გქონდეს. თუ არ გაქვს, ეს ძალიან ჰგავს პოლიტიკურ შურისძიებას. პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგაც იყო აღძრული საქმე, უბრალოდ ომმა დაასრულა ეს და ახლა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი უფრო პატრიოტად აღიქმება, ვიდრე დამნაშავედ.

მე პირადად ვუთხარი საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ არ უნდა დაივიწყონ ერთი ფაქტი: სააკაშვილი დასავლეთში აღიქმება, როგორც ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოდერნიზება მოახდინა. მან რეფორმატორების ჯგუფი შეკრიბა და საქართველო უკეთესობისკენ შეცვალა. ამიტომ, ახლა, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც მას ეხება საქმე - ამბობს სიკორსკი. 

ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი