აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია ზებგერით იარაღზე ერთობლივად იმუშავებენ 

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირი, რომელიც AUKU სახელითაა ცნობილი, ზებგერითი იარაღის კვლევასა და მისგან თავის დასაცავად მექანიზმის შესაქმენლად
 
ითანამშრომლებენ.

პროგრამა გაერთიანებული სამეფოს, აშშ-სა და ავსტრალიის თავდაცვის ალიანსის ნაწილი იქნება. ინიციატივა, ჩინეთსა და რუსეთში ზებგერითი რაკეტების წარმოების დაწყებისა და უკრაინაში სავარაუდო გამოყენების შემდეგ გაჩნდა.

ზებგერითი რაკეტების სიჩქარის ხმა გავრცელების სიჩქარეს ხუთჯერ აღემატება, ეს კი მისგან თავდაცვას კიდევ უფრო ართულებს. ასევე, რაკეტას დაბალ სიმაღლეზე, სახმელეთო რადარების მხედველობის მიღმაც შეუძლია ფრენა.

ამ მონაცემებით, დიდ ბრიტანეთს ზებგერითი რაკეტები არ აქვს. აშშ-სა და ავსტრალიას აქვთ ერთობლივი პროგრამა იარაღის შესაქმნელად, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი წამოწყების ფოკუსი თავდაცვაზე იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი