Twitter რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს რეკომენდაციას აღარ გაუწევს და რუს ტყვეებზე ინფორმაციას წაშლის

გამოქვეყნდა:

Twitter რუსეთის სამთავრობო ანგარიშებს რეკომენდაციას აღარ გაუწევს. ამ ინფორმაციას, კომპანიაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს და წერს, ახალი წესი ეხება მათ, ვინც სამხედრო კონფლიქტში არიან ჩართული და საკუთარ მოქალაქეებს ინტერნეტთან წვდომას უზღუდავენ. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა 300-ზე მეტ ანგარიშს შეეხება. 

ასევე, Twitter-ზე ოკუპანტების სამხედრო ტყვეების ამსახველი ის პოსტები წაიშლება, რომლებსაც მთავრობის ან მასთან დაკავშირებული მედიის ანგარიშები გამოაქვეყნებენ. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ამ შინაარსის ვიდეოები გამაფრთხილებელი ნიშნით გამოჩნდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი